ანჩელოტი:„გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია“
კარლო ანჩელოტიმ „იუვენტუსთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„კარგი თამაში იყო, შესანიშნავი ტემპით და დინამიკით. ფეხბურთელები ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობენ ვარჯიშს და ეს თამაშის ხარისხზეც აისახება. ამერიკული ტურნე დასრულებულია, ახლა კი კონცენტრაცია ევროპის სუპერთასზე უნდა გავაკეთოთ.“
„10 აგვისტომდე კიდევ დიდი დროა. მადრიდში დავბრუნდებით, დავისვენებთ და კვლავ ინტენსიურ რეჟიმში ვივარჯიშებთ.“
„„იუვენტუსს“ კარგად ვიცნობ, ამ გუნდში არაერთი მაღალი დონის მოთამაშე მივიდა. ვფიქრობ, ალეგრის გუნდი მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.“
„ფეხბურთში საიდუმლოებები არ არსებობს. „იუვენტუსთან“ ის შემადგენლობა გავიყვანე, რომელსაც სუპერთასზე ოპტიმალურად მივიჩნევ, მაგრამ ცვლილებებს არ გამოვრიცხავ, ვინაიდან საბოლოო სურათი მომდევნო კვირის ბოლოს მექნება.“
„ფიზიკური თვალსაზრისით გუნდს პრობლემები არ აქვს. კარვახალს მცირე დაჭიმულობა აღენიშნებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.“
„კროოსს, მოდრიჩს და კაზემიროს ბერმუდის სამკუთხედს ვუწოდებდი. როდესაც ისინი საქმეში არიან, ბურთი ქრება.“
„რონალდუს „რეალში“ დაბრუნება? ამ საკითხზე კლუბში სერიოზული საუბარი არ შემდგარა.“
„„ბარსელონამ“ მართლაც შესანიშნავი გუნდი ჩამოაყალიბა, ამ გუნდის რესურსი გაცილებით გაზრდილია, მაგრამ ერთადერთი რამ, რაზეც ვფიქრობ, ჩემი კოლექტივი და ამ „ბლანკოსის“ წარმატებაა.“
„გამაკვირვა თუ არა ლაპორტას სატრანსფერო აქტივობამ? ფეხბურთში არ არსებობს კომპონენტი, რაც გამაკვირვებს.“
„დიდი მადლობა გულშემატკივრებს, მათი მხურვალე მხარდაჭერა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იგრძნობა.“
- 31 ივლისი 2022
- 3 128
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.