ნაჩო ახალ კონტრაქტს ელოდება
მადრიდის „რეალისა“ და ნაჩო ფერნანდესის მიმდინარე კონტრაქტს ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება...
ესპანელი ფეხბურთელი მშობლიური კლუბის დატოვებას არ აპირებს და სურს, რომ თანამშრომლობა კიდევ მინიმუმ 1 წლით გაახანგრძლივოს.
32 წლის ნაჩო „ბლანკოსის“ მხრიდან შეთავაზებას ელის, პასუხი კი წინასწარ აქვს გამზადებული. ფერნანდესი არსებულ კონკურენციას იაზრებს, მაგრამ მზად არის, კლუბში დარჩეს და ნებისმიერ გამოწვევას უპასუხოს.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ასაკობრივ კოლექტივებში გატარებული სეზონების ჩათვლით, ნაჩეტე მადრიდელის რიგებში 21-ე სეზონს იწყებს.
- 29 ივლისი 2022
- 724
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.