ბენზემა:,,მომდევნო სეზონში დიდი მიზნები მაქვს"
კარიმ ბენზემამ „ამერიკასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„ჩემთვის ამ მატჩში მონაწილეობის მიღება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მცირე დაზიანებამ უკვე ჩაიარა და პრობლემები არ მაქვს. სეზონის სტარტს მოუთმენლად ველი, მანამდე კი ტურინის „იუვენტუსთან“ დაპირისპირებაზე უნდა ვიფიქროთ.“
„გუნდი ყოველდღიურად ვითარდება და პროგრესირებს, ვარჯიშებზე მნიშვნელოვან დატვირთვებს ვიღებთ.“
„ჩემი მიზანი არ იცვლება, როგორც ყოველთვის ყველა ტიტულის მოგებისთვის უნდა ვიბრძოლო“.
„ლევანდოვსკის განცხადება? მსურს, ვუპასუხო მას და ვუთხრა, რომ ჩემთვის დიდი პატივია პოლონელის დონის ფორვარდისგან ასეთი სიტყვების მოსმენა და მასთან კონკურენცია. დარწმუნებული ვარ, საინტერესო სეზონი გველის.“
- 27 ივლისი 2022
- 7 613
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.