„რეალი“ მარიანოსთან კონტრაქტის გაწყვეტაზე იწყებს მუშაობას!
მიუხედავად იმისა, რომ მარიანო დიასს არაერთი მსურველი ჰყავს, ფეხბურთელი ყველა შეთავაზებას ბლოკავს და „რეალის“ სათადარიგო სკამზე ჯდომასთან დაკავშირებით არანაირ პრეტენზიას არ გამოხატავს...
კარლო ანჩელოტი კი დიასზე არანაირ გათვლას არ აკეთებს. სწორედ აქედან გამომდინარე, ფლორენტინო პერესი მარიანოსთვის კონტრაქტის გაწყვეტისა და ჯარიმის გადახდის პერსპექტივას განიხილავს.
მადრიდში მიიჩნევენ, რომ გარდა ხელფასისა, კლუბს არაფრისმომტანი ფეხბურთელის მიმართ უამრავი ხარჯის გაწევა უწევს, რაც ნამდვილად ვერ იქნება რელევანტური.
წინახაზელს „მერენგებთან“ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფლორენტინო ფეხბურთელს მხოლოდ ხელფასის სახით კიდევ 9 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.
- 26 ივლისი 2022
- 941
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.