ვინისიუსი:,,ვერავინ გაიგებს რას ვამბობ, თუ ლიგის ფინალში გოლი არ გაუტანია"
ვინისიუს ჟუნიორმა ვრცელ და მრავლისმომცველ ინტერვიუში საკმაოდ საინტერესო საკითხები მიმოიხილა...
„ჩვენი დიდი ნებისყოფა გვაქვს, ყოველდღიურ რეჟიმში ბევრს ვვარჯიშობთ იმისათვის, რომ 10 აგვისტოს დაპირისპირებას მოწოდების სიმაღლეზე შევხვდეთ. ეს იქნება ჩვენი პირველი ოფიციალური დაპირისპირება და გვჯერა, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია. სუპერთასის მოგება იქნება ჩემპიონთა ლიგის ლამაზი საღამოს გაგრძელება.“
„„რეალი“ მნიშვნელოვან მატჩებში ყოველთვის წარმატებულია, ამ კლუბის „დნმ“ მსგავს დაპირისპირებებებში ყოველთვის იჩენს თავს.“
„არასდროს დამავიწყდება როდრიგოს მოედანზე გამოსვლა და „სიტისთან“ დაფიქსირებული საოცარი შედეგი, რომელმაც გუნდს ფინალში გასვლის საშუალება მისცა. შარშანდელი სეზონი ნამდვილად დრამატული იყო.“
„პარიზში გამართულმა ფინალმა დიდი სიამოვნება მომანიჭა. 15 წელზე მეტია ფეხბურთს ვთამაშობ და ჩემი ოცნება სწორედ საფრანგეთში ახლდა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში მონაწილეობაზე ყველა ფიქრობს.“
„ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლის გატანა დიდ ბედნიერებასთან არის დაკავშირებული. ამის სიტყვებით თქმა და გამოხატვა შეუძლებელია. ვისაც ფინალში გატანილი აქვს, ჩემს სიტყვებს ყველა გაიზიარებს, ეს ნამდვილად დიდი ბედნიერებაა.“
„ბერნაბეუზე დიდებული გარემო იყო, ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგება პომპეზურად აღვნიშნეთ, მანამდე კი ფანები ლა ლიგის მოგებით გავახარეთ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მსოფლიოს საუკეთესო გუნდის მაისურის ტარება ძალიან დიდი პატივი და სიამოვნებაა.“
„შარშანდელ სეზონში ჩვენი გუნდი ვეტერანების საოცარი გამოცდილებითა და ახალგაზრდების სულისკვეთების ნაზავით გავიდა ფონს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სინთეზი იყო.“
„ბენზემასთან ურთიერთობა სიამოვნებას მანიჭებს, ის მოედანზე საუკეთესო პარტნიორია. ერთად ძალიან ბევრი მატჩის მოგება შევძელით, უდავოდ უნდა ითქვას, რომ ფრანგის გამოცდილება, შესაძლებლობები და დონე ყველას აღემატება. მე მჯერა, რომ კარიმი ოქროს ბურთის მომდევნო მფლობელი იქნება.“
„საუკეთესო თვისება? ვფიქრობ, დრიბლინგის მიმართულებით საკმაოდ დიდი პროგრესი მაქვს, არასდროს ვჩერდები და მიყვარს, როდესაც სისწრაფის ხარჯზე ვახერხებ გუნდის შეტევში გადაყვანას.“
- 26 ივლისი 2022
- 1 094
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.