მოდრიჩი:„სირცხვილია, როდესაც „ელ კლასიკოში“ ეს ხდება“
ლუკა მოდრიჩმა განვლილი „ელ კლასიკო“ შეაფასა და განაცხადა, რომ „რეალი“ კიდევ მოუმატებს...
„ეს იყო პრე-სეზონის პირველი მატჩი, „ბარსელონა“ კი მოედანზე მესამედ გამოვიდა, რაც თავისთავად ნიშანდობლივი ფაქტია.“
„წაგება არასდროსაა სასიამოვნო, თუმცა ეს ხომ მხოლოდ ამხანაგური ფორმატია.“
„სირცხვილია ის, რაც „ელ კლასიკოში“ მოხდა. ჩვენ მეგობრული დაპირისპირება გვქონდა, ამ დროს ემოციებს აყოლა და ჩხუბი სწორი ნაბიჯი არ არის. გულშემატკივრები ფეხბურთის სანახავად შეიკრიბნენ.“
„მომდევნო მატჩებში მეტი ინტენსივობა და წინა ხაზის დატვირთვა გვმართებს.“
„მიხარია, რომ აზარი კარგ ფორმაშია. ბელგიელის ნიჭი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.“
- 24 ივლისი 2022
- 11 620
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.