ანჩელოტი:„ეს პირველი ტესტ მატჩი იყო, ყველაფერი განვითარდება“
კარლო ანჩელოტიმ „ბარსელონასთან“ დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„წაგება ყოველთვის არასასიამოვნოა, თუმცა ეს პირველი ტესტ მატჩი იყო და ყველაფერი განვითარდება.“
„მეორე ტაიმში ბურთს უფრო გააზრებულად ვფლობდით, თუმცა დასკვნით ფაზაში მოვიკოჭლებდით.“
„ვალვერდეს მომენტი ძალიან სამწუხაროა, ის გოლთან ახლოს იყო.“
„ბენზემა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, როდესაც ის გუნდთან ერთად არ არის, ჩვენი ხარისხი რა თქმა უნდა იკლებს.“
„შემიძლია აქვე გითხრათ, რომ კარიმი მომდევნო დაპირისპირებაში 45 წუთს ითამაშებს.
„ლოს ანჯელესში პირველად ვარ, ძალიან მომეწონა სტადიონი და გარემო.“
„ალაბა და რუდიგერი გარკვეულ მომენტებში პოზიციებს ცვლიდნენ, ეს ჩემი დავალება იყო.“
„მატჩის შემდეგ ჩავის ვუთხარი, რომ მისი გუნდი ძალიან გაძლიერდა. კატალონიელებს წარმატებებს ვუსურვებ, მე კი ჩემი გუნდის წინსვლაზე ვფიქრობ.“
- 24 ივლისი 2022
- 7 014
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.