ვალვერდე:„ეს ფეხბურთელი „ბარსელონაში“ საუკეთესოა“
ფედერიკო ვალვერდემ მიმდინარე პრე-სეზონზე, კატალონიის „ბარსელონასთან“ მოახლოვებულ დაპირისპირებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა...
„გულშემატკივრებთან შეხვედრა ძალიან სასიამოვნო იყო. დიახ, ჩვენ აქ სავარჯიშოდ ვართ ჩამოსულები, თუმცა ასეთი ფორმატებიც მისასალმებელია.“
„დაისვენე, ივარჯიშე და კარგად იკვებე, შემდეგ წადი ფიზიოთერაპევტთან და გაიარე კონსულტაცია, ჩაიტარე პროცედურები, შემდეგ ისევ დაისვენე და ივარჯიშე. თუ ასე მოიქცევი, შენ სეზონის სტარტს შესანიშნავ ფორმაში შეხვდები. დიახ ჩვენ ამ სიტყვებს ხშირად ვისმენთ და წესებს ბოლომდე ვიცავთ.“
„რა თქმა უნდა, მსურს, რომ სასტარტო შემადგენლობის უცვლელი ფეხბურთელი ვიყო, მაგრამ ვაცნობიერებ გუნდში არსებულ კონკურენციას და ვიცი, რომ ყველა მატჩში მონაწილეობის მიღება რთული იქნება. მე მაქსიმუმს გავიღებ კლუბის დასახმარებლად, აქ ყოფნა დიდი პატივი და ამასთანავე პასუხისმგებლობაა.“
„წინასასეზონო მატჩები დაგვეხმარება იმაში, რომ ევროპის სუპერთასის დაპირისპირებას მოწოდების სიმაღლეზე შევხვდეთ. მადრიდის „რეალმა“ კარგი სტარტი უნდა აიღოს და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლოს, ამისთვის ყველაფერს გავიღებთ.“
„„ბარსელონასთან“ დაპირისპირება ძალიან საინტერესო იქნება, თუმცა ეს პრე-სეზონია და ოპტიმალურ ფორმაში ვერ ვიქნებით.“
„ლევანდოვსკი? პოლონელი ჩავის გუნდში საუკეთესო მოთამაშეა, მას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების სამეულში შევიყვანდი.“
- 23 ივლისი 2022
- 5 914
- 19