აზარი:„მომდევნო სეზონში სულ სხვა სტილში ვითამაშებ“
ედენ აზარმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას არანაირი დისკომფორტი აღარ აწუხებს...
„„რეალი“ ჩემი საოცნებო კლუბია, სწორედ ამიტომ აქ მეოთხე სეზონს ვიწყებ და მჯერა, რომ ძალიან წარმატებული ვიქნები. ჩემი არანაყოფიერი გამოსვლა ტრავმებიდან მომდინარეობდა, ახლა კი დაზიანებები აღარ მაწუხებს. ფირფიტის ამოღების შემდეგ ყველაფერი წესრიგშია და პრე-სეზონის ფარგლებშიც ბოლომდე ვიტვირთები, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“
„ტრავმებს არასდროს ვიღებდი, მსგავს გარემოებაზე მიჩვევა მადრიდში მომიწია. ეს დიდი დარტყმა იყო, ყოველთვის მწვანე მინდორზე შესვლა და ბურთის გორაობა მსურდა, თუმცა არ გამომდიოდა.“
„ახლა ოპტიმიზმით სავსე და ვარ მჯერა, რომ მომდევნო სეზონში „ბლანკოსის“ გულშემატკივრები სულ სხვა აზარს იხილავენ.“
„დიახ, საკმაოდ ბევრი ტიტული მოვიგე, მაგრამ გამარჯვებებში დიდი წვლილი არ შემიტანია. ახლა მსურს, რომ „ბლანკოსმა“ ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და სხვა თასები ჩემი მაქსიმალური ჩართულობით მოიგოს.“
„კოლექტივში არსებობს შესაბამისი რესურსი, აქედან გამომდინარე, გუნდი სრულ მზადყოფნაშია, რომ 6 ტურნირზე გამოაცხადოს პრეტენზია. ყველა იღლება და მაქსიმალურად შრომობს იმისთვის, რომ სეზონს მოწოდების სიმაღლეზე შეხვდეს.“
„„ბარსელონასთან“ დაპირისპირება ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. თუ კატალონიელებს ვერ მოვუგებთ, ამის არაფერი დაშავდება, ვინაიდან ეს მხოლოდ მოსამზადებელი მატჩია, თუმცა გულის სიღრმებში ყველას გვსურს დიდი გამარჯვების მოპოვება.“
- 23 ივლისი 2022
- 6 033
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.