„რეალი“ „შახტარს“ ვინი ტობიასზე უკვე ესაუბრა
ვინისიუს ტობიასს მხოლოდ 2 კვირა დასჭირდა იმისთვის, რომ მადრიდის „რეალი“ დაერწმუნებინა...
კარლო ანჩელოტი ბრაზილიელი განაპირა მცველის თამაშით და ათვისების უნარით აღფრთოვანებულია. იტალიელმა სპეციალისტმა პრეზიდენტ პერესს სთხოვა, რომ ტობიასის „შახტარიდან“ გამოსყიდვა მოხდეს.
ეს სავსებით შესაძლებელია, ვინაიდან ესპანური და უკრაინული გუნდების შეთანხმებაში აღნიშნული პუნქტი დევს.
მადრიდული გამოცემების ცნობით, „რეალი“ დონეცკელებს უკვე დაუკავშირდა და საკითხი პროგრესირებს.
ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მომდევნო სეზონში ვინისიუს ტობიასი მუდმივად მთავარ გუნდთან ერთად ივარჯიშებს და მატჩების გარკვეულ რაოდენობაში მონაწილეობის მიღების საშუალებაც ექნება.
- 21 ივლისი 2022
- 1 202
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.