პინტუსი:„რამდენიმე მოთამაშის კონდიციამ აღმაფრთოვანა“
ფიზ.მომზადების მწვრთნელმა, ანტონიო პინტუსმა გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა...
„ჩვენ დღეს ჩავატარეთ ტესტი, რამაც საკმაოდ ბევრი რამ დაგვანახა. ეს არ იყო ჰიპოქსიის ვარჯიში. ჩვენ დღეს ნაყოფიერი ინფორმაციები მივიღეთ სხვადასხვა დეტალთან დაკავშირებით.“
„წინასასეზონო მზადების დანიშნულება გრძელვადიან პერსპექტივაში აერობული ბაზის შექმნაა, ჩვენ ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ ფეხბურთელების ფიზიკურ განვითარებაზე.“
„მსოფლიო ჩემპიონატის ნოემბერში ჩატარება საკმაოდ ბევრ რამეს ცვლის. მოთამაშეები, რომლებიც ნაკრებებში არ წავლენ და ჩემთან დარჩებიან, ფაქტობრივად ახალ პრე-სეზონს გაივლიან და საკმაოდ კარგ ფორმაში შეხვდებიან სეზონს, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელ ფეხბურთელებს სრულფასოვანი დასვენება და საკლუბო მარათონში ხელახლა ჩართვა მართებთ, რაც მარტივი არ არის.“
„ტესტირების შედეგები იდეალურია, ეს კი ფეხბურთელების დამსახურებაა. მე აქ ვარ, თუმცა ვერაფერს გავხდები, თუ შეგირდები მითითებებს არ შეასრულებენ. ყველა მოთამაშე დასვენების დროს ვარჯიშობდა და ცდილობდა, კლუბში კარგ ფორმაში დაბრუნებულიყო. რამდენიმე ფეხბურთელის კონდიციამ კი აღფრთოვანებაში მოგვიყვანა.“
- 15 ივლისი 2022
- 1 919
- 5