აზარი საოცარ ფორმაშია
ედენ აზარის მონდომება და სათამაშო კონდიცია ანტონიო პინტუსისა და კარლო ანჩელოტის კმაყოფილებას იწვევს...
ბელგიელმა ფეხბურთელმა 4 კილოგრამი დაიკლო და ზუსტად ის წონა აქვს, რაც მისი ასაკისა და ფიზიონომიისთვის იდეალურია.
ედენი ძალიან სწრაფად დარბის, მთელი ზაფხულის მანძილზე ის სპეციალურ კვებაზე იყო, რაც მაშინვე აისახა, როგორც კუნთის მასაზე, ასევე სათამაშო კონდიციაზე.
ანჩელოტი და ფიზ.მომზადების სპეციალისტი აზარს აღფრთოვანებით უყურებენ და მიიჩნევენ, რომ თუ „7“-იანი ასე გააგრძელებს, აუცილებლად ნაყოფიერი სეზონი ექნება.
- 15 ივლისი 2022
- 1 767
- 5