ტაკე ამერიკაში არ გაემგზავრება
„ას“-ის ცნობით, ტაკეფუსა კუბო ამერიკის შეერთებულ შტატებში მადრიდის „რეალთან“ ერთად არ იქნება...
იაპონელი ფეხბურთელი ანჩელოტის გუნდს იქამდე დატოვებს, სანამ გუნდი შეერთებული შტატებისკენ აიღებს გეზს.
გამოდის, რომ ახალგაზრდა შემტევის ბედი მომდევნო დღეებში უნდა გადაწყდეს.
კუბოს მომდევნო ნავსაყუდელი დიდი ალბათობით „სოსიედადი“ იქნება, რომელიც ფეხბურთელს არა იჯარით, არამედ სრული გამოსყიდვით დაიმატებს, თუმცა შეთანხმებაში იქნება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, კონკრეტული თანხის სანაცვლოდ „რეალს“ მისი უკან დაბრუნების საშუელება 2024 წლის 31 აგვისტომდე ექნება.
- 15 ივლისი 2022
- 924
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.