ანჩელოტი:„რუდიგერის და ჩუამენის ტრანსფერით „რეალის“ რესურსი გაიზარდა“
კარლო ანჩელოტიმ მადრიდის „რეალის“ მხრიდან განსაკუთრებულ სატრანსფერო აქტივობას ხაზი გადაუსვა...
„მე ვფიქრობ, რომ გუნდი ძალიან კარგად დაკომპლექტდა. რუდიგერისა და ჩუამენის ტრანსფერებმა ჩვენ მეტი რესურსი შეგვმატა, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია.“
„ტრანსფერები? ამ ეტაპზე საჭიროებას ვერ ვხედავ, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი.“
„ჩვენ ახლა იმ ფეხბურთელების გაშვებაზე ვიმუშავებთ, რომლებიც საკუთარ თავს „რეალში“ ვეღარ ხედავენ.“
„ახალწვეულებს ადაპტაციისთვის დრო დასჭირდებათ, ეს ბუნებრივია, თუმცა მათი პროფესიონალიზმიდან და შემართებიდან გამომდინარე, ეს დრო მცირე იქნება.“
- 15 ივლისი 2022
- 1 095
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.