კურტუა:„„რეალის“ ქომაგებისგან ამის მოსმენა ძალიან საწყენი იყო“
ტიბო კურტუამ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა და გასული წლები გაიხსენა...
„მომდევნო სეზონში წინ დიდი გამოწვევები გველის. მსოფლიო ჩემპიონატი მარათონს უფრო დატვირთულს გახდის.“
„ევროპის სუპერთასი აუცილებლად უნდა მოვიგოთ, ამ დაპირისპირებამდე 1 თვეზე ნაკლებია დარჩენილი, აქედან გამომდინარე, ინტენსიური მუშაობა გვმართებს.“
„ლივერპულთან“ მოგებულმა ფინალმა ძალიან გამახარა. ეს იყო კულმინაცია.“
„ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ყოველთვის ვოცნებობდი.“
„„როდესაც მადრიდში მოვედი, „რეალის“ ქომაგები ბევრს მაკრიტიკებდნენ, ამის მოსმენა ურთულესი იყო, თუმცა მჯეროდა ჩემი ოცნების ახდენის. დღეს სულ სხვა რეალობაა.“
- 12 ივლისი 2022
- 3 606
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.