ტოტი: რაული “ოქროს ბურთს” იმსახურებდა
“რომას” უკვე ლეგენდად ქცეული კაპიტანი, ფრანჩესკო ტოტი, “რეალიდან” რაულის წასვლას გამოეხმაურა და საკმაოდ საინტერესო კომენტარიც გააკეთა.
“16 სეზონი “რეალის” რიგებში… 323 გოლი 741 მატჩში. ციფრები ყველაფერზე მეტყვლებს. ნამდვილად გასაოცარი სტატისტიკაა. გარდა იმისა, რომ რაული იყო ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, ის “სამეფო კლუბის” სულიერი ლიდერიც გახლდათ.”
“რაულის თამაშითა და ხასიათით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი. ჩემი აზრით, ეს ადამიანი თავისი შესანიშნავი კარიერით “ოქროს ბურთის” მოგებას იმსახურებდა. ლიდერის თვისებებით მის მსგავსად დაჯილდოებული ფეხბურთელები ძალიან ცოტა თუ მოიძებნება. გუნდისთვის ყოველთვის კოლოსალურ სამუშაოს ასრულებდა. რაულს, როგორც ადამიანს და როგორც ფეხბურთელს, უდიდეს პატივს ვცემ.”
ინფორმაციის წყარო: gazzetta.it
- 29 ივლისი 2010
- 2 646
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.