„იუვენტუსმა“ „რეალის“ ფეხბურთელი მოინდომა
იტალიური და ესპანური გამოცემების ცნობით, ტურინის „იუვენტუსს“ „ბლანკოსის“ ახალგაზრდა მცველი სურს...
რაფა მარინი, რომლის მიმართაც ინტერესი არაერთ კლუბს აქვს, მასიმილიანო ალეგრის ინტერესის არეალში მოექცა.
ტურინული კლუბი დატოვა ჯორჯო კიელინიმ, ასევე შესაძლოა წავიდეს დე ლიხტიც, რომლის მიმართაც ინტერესს არაერთი მაღალი დონის კლუბი იჩენს, თუმცა ფავორიტი „ბაიერნია“. სწორედ აქედან გამომდინარე, ბებერი ქალბატონის ხელმძღვანელობა უკანა რგოლის გაძლიერებაზე ფიქრობს.
20 წლის მცველის ადგილი ანჩელოტის გუნდში ჯერ-ჯერობით ვერ მოიძებნა, კასტილიაში დარჩენა კი ფეხბურთელისთვის მისაღები არ არის.
რაფას არაერთი მსურველი ჰყავს, როგორც ლა ლიგიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან, „იუვენტუსის“ სახით კი ორბიტაზე გრანდიც გამოჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ანდრეა ანიელი ფლორენტინო პერესისთვის ოფიციალურ წინადადებას ამზადებს.
- 10 ივლისი 2022
- 1 522
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.