მარსელოს გრანდიოზული გამოსამშვიდობებელი წვეულება დღეს გაიმართება
დღეს 10 ივლისია. თარიღი, რომელიც მარსელო ვიეირამ 5 დღის წინ დაანონსა. ბრაზილიელი ლეგენდა მადრიდის „რეალთან“ გამოსამშვიდობებელ წვეულებას აწყობს...
გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებას დაახლოებით 200 ადამიანი დაესწრება. ესენი არიან „რეალის“ მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელები, ასევე ყოფილი მწვრთნელები, პრეზიდენტი, დირექტორთა საბჭოს წევრები და ასე შემდეგ.
მარსელოს სურს, რომ კლუბს პომპეზურად დაემშვიდობოს.
ღონისძიების ადგილმდებარეობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება. ლეგენდას სურს, რომ საღამომ მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს.
- 10 ივლისი 2022
- 693
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.