კროოსმა ყველას აჯობა, ის საუკეთესო ფორმაშია
პრე-სეზონის ფარგლებში „რეალის“ ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად ცდილობს, ოპტიმალურ კონდიციას დაუბრუნდეს, მაგრამ ტონი კროოსის მაჩვენებლებმა ანტონიო პინტუსი და კარლო ანჩელოტი გააოცა...
გერმანელმა ფეხბურთელმა ყველას აჯობა და გავრცელებული ინფორმაციით, თანაგუნდელებზე ერთი ნაბიჯით წინ დგას.
ტონი შესვენების პერიოდში ყოველდღიურ რეჟიმში ვარჯიშობდა და ცდილობდა, პრე-სეზონს მოწოდების სიმაღლეზე შეხვედროდა. მას არ შეხებია სანაკრებო დატვირთვა, ვინაიდან გერმანიის ნაკრებში აღარ ირიცხება.
როგორც სჩანს, სეზონის სტარტს გერმანელი ნახევარმცველი მოწოდების სიმაღლეზე შეხვდება.
- 10 ივლისი 2022
- 895
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.