რა მოხდა იოვიჩის „ფიორენტინაში“ ტრანსფერზე სინამდვილეში? - დეტალები ცნობილია!

მადრიდის „რეალისა“ და „ფიორენტინას“ მოლაპარაკებები ლუკა იოვიჩთან დაკავშირებით 3 კვირის მანძილზე მიმდინარეობდა და არაერთხელ შევიდა ჩიხში, თუმცა ოფიციალური განცხადება უკვე არსებობს და სერბი კარიერას იტალიის ჩემპიონატში გააგრძელებს...

მოლაპარაკებების პირველ ეტაპზე „რეალის“ იოვიჩის იჯარის წესით გაშვება სურდა, თუმცა „ფიორენტინა“ ხელფასის ნახევრის გადახდაზე უარს აცხადებდა და შეთანხმებაც ვერ შედგა.

რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ იტალიურმა მხარემ ფლორენტინო პერესს ახალი წინადადებით მიმართა. ამ შემთხვევაში ფლორენციელები ხელფასის ნახევრის გადახდაზე თანხმობას აცხადებდნენ, თუმცა კონტრაქტში დამატებითი პუნქტის ჩადებას ითხოვდნენ, რომლის მიხედვითაც, „ფიორეს“ მოთამაშის გამოსყიდვის საშუალება უნდა მისცემოდა.

საბოლოო ჯამში კი შეთანხმება კიდევ უფრო განსხვავებულ ხელშეკრულებაზე შედგა. იოვიჩი „რეალიდან“ იჯარის წესით არ წასულა, ის „მერენგების“ რიგებში აღარ დაბრუნდება, ფლორენციიდან ნებისმიერ კლუბში წასვლის შემთხვევაში კი სატრანსფერო ღირებულების 50%-ს „რეალი“ მიიღებს.

„ფიორეტინას“ „ბლანკოსისთვის“ ტრანსფერში თანხა არ გადაუხდია, თუმცა ნებისმიერ დროს, როდესაც იოვიჩი სხვა კლუბს მიაშურებს, მისი სატრანსფერო ღირებულების ნახევარი „ბლანკოსის“ ანგარიშზე ჩაირიცხება.

აღნიშნული ნაბიჯით ფლორენტინო პერესმა იოვიჩზე გასაცემი წლების ხელფასის დაზოგვა მოახერხა და შეინარჩუნა გრძელვადიანი პერსპექტივა, რომელიც ლუკას სატრანსფერო ღირებულებიდან უნდა მიიღოს.

  • Hala
  • 9 ივლისი 2022
  • 2 498
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)