დი მარია:„„იუვენტუსში“ 22 ნომრიანი მაისური „რეალის“ გამო ავირჩიე“
ანხელ დი მარია ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელია. არგენტინელმა ფეხბურთელმა 22 ნომრიანი მაისური მოირგო და საინტერესო განმარტებაც გააკეთა...
„ჩემ კარიერაში საუკეთესო სეზონი „რეალში“ მქონდა, როდესაც კარლო ანჩელოტისთან ვიმუშავე და ჩემპიონთა ლიგის მოგება შევძელი, იმ დღეებს ვერასდროს დავივიწყებ.“
„„იუვენტუსში“ 22 ნომრიანი მაისური სწორედ „რეალის“ გამო ავირჩიე. მადრიდში 22 ნომერი ვიყავი და ძალიან წარმატებით ვიასპარეზე, ეს ჩემთვის იღბლიანი რიცხვია.“
- 9 ივლისი 2022
- 1 322
- 9