ბლანკოს დარჩენა არ სურს
მიუხედავად იმისა, რომ კარლო ანჩელოტიმ ანტონიო ბლანკო პრე-სეზონის ფარგლებში მთავარ გუნდში გამოიძახა, ესპანელ ნახევარმცველს დარჩენა არ სურს...
ანტონიომ კლუბის ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ „ბლანკოსში“ არსებული კონკურენციის ფონზე, მისი მთავარ გუნდში დარჩენა სწორი გადაწყვეტილება არ იქნება.
ბლანკო იჯარით გაშვებას ითხოვს ისეთ კლუბში, სადაც ბევრს ითამაშებს და შესაძლებლობების დამტკიცების საშუალება ექნება.
ანტონიოს აზრით, გუნდიდან მოდრიჩისა და ტონი კროოსის წასვლის შემდეგ ბევრად მეტი შანსი გაჩნდება.
ჯერ-ჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ნახევარმცველი, თუმცა ფაქტია, რომ ის წასვლას ითხოვს.
- 7 ივლისი 2022
- 1 106
- 6