ხედირას ცალი ფეხი "რეალში" აქვს
სამი ხედირამ მადრიდის "რეალში" გადასვლა გადაწყვიტა. გერმანელი "სამეფო კლუბის" ფეხბურთელი გახდება, ამას "შტუდგარტის" პრეზიდენტი, ფრედი ბობიც ადასტურებს.
"სამიმ ამაზე ბევრი იფიქრა. ძალიან მინდოდა ის ჩემს გუნდში დარჩენილიყო, მაგრამ მას თამაში მადრიდულ კლუბში სურს, და ითამაშებს კიდეც".
ხედირას გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2011 წლის 30 ივნისს ეწურება, ასე რომ ფლორენტინო პერესს მისი ტრანსფერი 12_დან 15 მილიონამდე დაუჯდება. პერესი სცდილობს ჟოზეს მოთხოვნები დააკმაყოფილოს, ახლა პორტუგალელ სპეციალისტს პედრო გერომელის შეძენა სურს.
ინფორმაციის წყარო Marca.com
- 29 ივლისი 2010
- 1 720
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.