„რეალის“ ოფიციალური განცხადება - მთავარი მწვრთნელი გათავისუფლებულია!
მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა...
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების გამო, მადრიდის „რეალის“ საკალათბურთო გუნდის მთავარი მწვრთნელი, პაბლო ლასო თანამდებობას ტოვებს.
რამდენიმე კვირის წინ ლასომ გულის ინფარქტი მიიღო და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. არაერთ ქირურგთან და კარდიოლოგთან კონსულტაცის შემდეგ „ბლანკოსი“ რისკებს ხედავს, სწორედ აქედან გამომდინარე, მთავარ მწვრთნელს დაკავებული თანამდებობიდან ათავისუფლებს.
გასულ კვირას „რეალის“ ხელმძრვანელობამ პაბლოს სთხოვა შეწყვიტოს კალათბურთელებთან მუშაობა და რამდენიმე თვის განმავლობასი ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკას დაუკვირდეს.
მადრიდში მიაჩნიათ, რომ მწვავე შეტევის შემდეგ, ლასოს თანამდებობაზე დატოვება რისკებს შეიცავს, რაც თავიდან უნდა იქნას აცილებული.
კლუბის პრიორიტეტი ამ ადამიანის ჯანმრთელობაა, დიდი პატივისცემისა და სიყვარულის გამო.
შეგახსენებთ, სწორედ პაბლო ლასოს უკავშირდება წლების მანძილზე მადრიდელთა საოცარი წარმატებები და უამრავი ტიტულის მოგება.
- 4 ივლისი 2022
- 15 979
- 5