კანალესი: ეროვნული ნაკრების წარმატების გამეორება ჩვენც შეგვიძლია
ხვალ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალი გაიმართება. ტურნირის დასკვნით შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ესპანეთის ნაკრებიც, რომლის ერთ-ერთ ლიდერს, სერხიო კანალესს, AS-ის ჟურნალისტი დაუკავშირდა და საინტერესო თემებზე გაესაუბრა.
ესპანეთი, საფეხბურთო თვალსაზრისით, შესაშურ ფორმაშია. ამ ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა ბოლო 2 წლის განმავლობაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები მოიგო. 19-წლამდელთა ნაკრებს კი შანსი აქვს ევროპაში გაპირველდეს. თუ ლუის მილას ბიჭები პროგრესს ასეთივე ნაბიჯებით გააგრძელებენ, დიდი შანსია, რამდენიმე მათგანმა 2014 წლის მუნდიალზე უკვე ეროვნული გუნდის ღირსება დაიცვას. აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ამ ფორმაციის ნაკრების რამდენიმე წევრს (ინიესტა, ტორესი, ხავი მარტინესი, ალბიოლი, სილვა, რამოსი, მატა, პიკე) თავის დროზე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი მოგებული აქვს.
მსგავსი წარმატების მიღწევა სერხიო კანალესსაც “ემუქრება”. “რეალის” ახალწვეული მომავალს იმედის თვალით შეჰყურებს: “ეროვნული გუნდის წარმატებებს თვალს ვადევნებთ და ეს ჩვენთვის მოტივაციის ძალიან კარგი წყაროა. ამ ბიჭებმა ყველაფერი მოიგეს, და საერთოდ, ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებები ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით ყოველთვის წარმატებით ასპარეზობდნენ. ძალიან მინდა, ჩვენი გუნდის წევრებმა იგივე გავიმეოროთ. კარგი და ნიჭიერი მოთამაშეები გვყავს და თითოეული მათგანი მზადაა სანაკრებო დონეზე ტიტულების მოსაგებად.”
“ამ ფორმაციის ნაკრების წარმატებას თუ გავიმეორებთ და მუნდიალს კვლავ მოვიგებთ, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნება. ეს ახალგაზრდული ნაკრების უკლებლივ ყველა წვერის ოცნებაა. ერთად უკვე დიდი ხანია ვთამაშობთ, და ძალიან გამიხარდება, თუ მსოფლიო ფეხბურთის კვარცხლბეკზეც ერთად ავალთ. ბიჭები ამას ნამდვილად იმსახურებენ, თუმცა მანამდე საფრანგეთის ნაკრები გვყავს დასამარცხებელი, რაც იოლი ამოცანა სულაც არ გახლავთ.”
ინფორმაციის წყარო: As.Com
- 29 ივლისი 2010
- 2 187
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.