სალაჰი:„ჩემთვის „ლივერპული“ ყველაზე კარგი ადგილია“
მუჰამედ სალაჰმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ეგვიპტელმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა, სადაც სამეფო კლუბზეც ჰკითხეს...
„„რეალი“? „ბარსელონა“? დიახ, ვრცელდებოდა გარკვეული ინფორმაციები, რასაც ვერ ვუარყოფ, თუმცა „ლივერპულთან“ ახალ კონტრაქტს მოვაწერე ხელი, ვინაიდან ვთვლი, რომ „ენფილდი“ ჩემი ბედნიერების ადგილია და ყველაზე კარგად თავს ამ გუნდში ვგრძნობ.“
„ბევრ რამეს ვგეგმავ. გასული სეზონი ძალიან დიდი იმედგაცრუების მომტანი იყო, თუმცა ეს უკვე წარსულია.“
„დღესდღეობით პრემიერლიგის მოგება ისე რთულია, როგორც არასდროს, ვინაიდან კონკურენცია პიკს აღწევს.“
- 3 ივლისი 2022
- 2 796
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.