ფირმინო 3 წლით მადრიდის „რეალში“?
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალს“ კიდევ ერთი „ლივერპულელი“, რობერტო ფირმინო აინტერესებს, რომელმაც შესაძლოა ზაფხულის ბოლომდე „ენფილდი“ დატოვოს...
იურგენ კლოპმა დარვინ ნუნიესი დაიმატა, რამაც შეტევაში ისედაც დიდი კონკურენცია კიდევ უფრო გაზარდა.
ფირმინო გასულ სეზონში სასტარტოს წევრად არ ითვლებოდა, მასზე მეტ დროს მოედანზე დიოგო ჟოტა ატარებდა.
რობერტოს მიმდინარე კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ან უნდა გაახანგრძლივოს, ან სხვა კლუბისკენ აიღოს გეზი.
კარლო ანჩელოტი თვლის, რომ ბობი ძალიან ჰგავს კარიმ ბენზემას. ის არ არის ტიპიური „9“-იანი და სხვა დავალებების შესრულებაც შეუძლია, რაც „ბლანკოსს“ ძალიან გრძელ და გამოწვევებით სავსე სეზონში დაეხმარება.
არსებული ინფორმაციით, „რეალი“ 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ამზადებს, თავად მოთამაშეს კი 3 წლიან კონტრაქტს სთავაზობს, სადაც მისი ხელფასი 7 მილიონი ევრო იქნება.
- 3 ივლისი 2022
- 3 346
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.