ვინისიუსმა ვარჯიში უკვე დაიწყო
ვინისიუს ჟუნიორს სურს, რომ პრე-სეზონს მოწოდების სიმაღლეზე შეხვდეს, სწორედ ამიტომ ახალგაზრდა შემტევმა ინდივიდუალური მზადება უკვე დაიწყო...
მიუხედავად იმისა, რომ ვინი ანჩელოტის განკარგულებაში 10 ივლისს ბრუნდება, ის ერთი კვირით ადრე იწყებს ინდივიდუალურ მზადებას, რათა მწვრთნელის დავალებების სრულფასოვნად შესრულება შეძლოს.
ბრაზილიელის აყვანილი ჰყავს პირადი ფიტნეს მწვრთნელი, რომლისგანაც ყოველდღიურ გეგმას იღებს კვებასთან და ვარჯიშთან დაკავშირებით.
ფაქტია, რომ ჟუნიორი ძალიან მონდომებულია და მომდევნო სეზონის უმაღლეს დონეზე ჩატარება სურს.
- 3 ივლისი 2022
- 844
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.