ლუკა მოდრიჩი:„სერხიო რამოსზე ამას პირველად ვამბობ“
ლუკა მოდრიჩმა კარლო ანჩელოტიზე, სერხიო რამოსსა და კილიან მბაპეზეც გააკეთა კომენტარი...
„ამას პირველად ვამბობ, თუმცა დასამალი არაფერია. უკვე 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სერხიო რამოსი „რეალის“ ღირსებას აღარ იცავს. ყოველი ვარჯიში მიჭირს, როცა ბაზაზე მივდივარ და ლეგენდა იქ არ არის.“
„ესპანელი ძალიან დამეხმარა, როდესაც მადრიდელი გავხდი და ადაპტაცია მჭირდება. ის ყოველთვის მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავდა ჩემს მიმართ.“
„მბაპე? ყველას გვეგონა, რომ ფრანგი მადრიდისტა გახდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ფაქტი ის არის, რომ არცერთი მოთამაშე არ დგას კლუბზე მაღლა. „რეალი“ უდიდესია და ამით ყველაფერი სრულდება.“
„ანჩელოტი უნიკალური მწვრთნელია, რომელმაც შესანიშნავად იცის ფეხბურთელებთან ურთიერთობა. იტალიელის დიდი დამსახურებაა, რომ კოლექტივში ჰარმონია სუფევს.“
„ვეტერანი ფეხბურთელებისა და ახალგაზრდების ურთიერთქმედება „რეალს“ უფრო მწვავეს, მრავალმხრივს და ძლიერს ხდის.“
„ვალვერდე, კამავინგა, როდრიგო და ვინისიუსი შარშან დიდ დახმარებას გვიწევდნენ, ახლა მათ ახალგაზრდა ჩუამენიც დაემატათ, დაცვას კი დიდი გამოცდილების მქონე ტონი რუდიგერი გაამაგრებს.“
- 2 ივლისი 2022
- 3 694
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.