„რეალმა“ მორატას კარი დაუხურა
ესპანური გამოცემების ცნობით, ალვარო მორატას წარმომადგენლობა მადრიდის „რეალს“ შეეხმიანა და ფეხბურთელის კარიერის ბერნაბეუზე გაგრძელების შესაძლებლობა განიხილა...
მიუხედავად დიდი პატივისცემისა, „კასტილიას“ აღზრდილს ფეხბურთელს ფლორენტინო პერესმა კარი დაუხურა, რაც წარსულში გაკეთებული განცხადებებიან გამომდინარეობს.
მორატას კარიერა „იუვენტუსში“ დასრულდა, ის „ატლეტიკოს“ უბრუნდება, რომელთანაც კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, თუმცა სიმეონეს გუნდში დარჩენა არ სურს.
შეგახსენებთ, ალვარომ 3 ასაკობრივ ჯგუფში ითამაშა, რის შემდეგაც „ბლანკოსის“ მთავარ გუნდშიც დაიმკვიდრა ადგილი და ბევრი მნიშვნელოვანი ტიტულის მოგებაც შეძლო.
- 2 ივლისი 2022
- 1 740
- 4