„რეალს“ 3 სუპერ ვარსკვლავი ერთად დატოვებს - პრეზიდენტის გეგმა!
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესი საკმაოდ ამბიციურ გეგმაზე მუშაობს, რომლითაც გრძელვადიან პერსპექტივაში „რეალში“ არსებული გამოცდილება და კლასი არ უნდა დავარდეს...
პერესი ფიქრობს, რომ „ბლანკოსს“ 3 მეგა ვარსკვლავი ერთდროულად დატოვებს. ეს ადამიანები კარიმ ბენზემა, ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი არიან.
ფრანგი საკუთარ თავზე ბერნაბეუზე 2024 წლის 30 ივნისამდე მოიაზრებს, ხოლო კროოსის და მოდრიჩი შეფასება მომდევნო სეზონის მიხედვით უნდა მოხდეს.
თავის მხრივ, პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ტონისთან კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმებას მიაღწიოს, ლუკიტა კი თავის თავზე იქნება დამოკიდებული.
იმ შემთხვევაში, თუ „ბლანკოსს“ მოდრიჩი, კროოსი, ბენზემას ტრიო ერთდროულად დატოვებს, მათი ჩანაცვლების გზები დროულად იქნება მოსაძიებელი. სწორედ ამიტომ დაიმატა პერესმა ჩუამენი და კამავინგა, დანარჩენ აქტივობებს კი ეტაპობრივად განახროციელებს.
ასევე აღსანიშნავია, რომ „მერენგებს“ მომდევნო წლებში კარვახალის, კაზემიროს, ვასკესის და სხვების გაცილებით ღონისძიებების დაგეგმვაც მოუწევს.
- 2 ივლისი 2022
- 9 878
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.