ანჩელოტი პერესს - „ეს ფეხბურთელები სწრაფად უნდა გავუშვათ“
კარლო ანჩელოტი სამუშაოს უკვე შეუდგა. გუშინ მთავარი მწვრთნელი ფლორენტინო პერესს შეხვდა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გარკვეული საკითხები მიმოიხილა...
იტალიელმა სპეციალისტმა ფლორენტინო პერესს მოუწოდა, რომ გუნდმა რამდენიმე ფეხბურთელი სწრაფად გაუშვას და მათ პრე-სეზონის ფარგლებში მონაწილეობა არ მიიღონ.
დანი სებალიოსი, რეინიერ ჟესუსი, მარიანო დიასი, ლუკა იოვიჩი, ბორხა მაიორალი და ტაკეფუსა კუბო კარლიტოს გეგმებში არ შედიან.
იგივეს თქმა არ შეიძლება ედენ აზარზე, რომელსაც მადრიდში დარჩენა აქვს გადაწყვეტილი და ამის საწინააღმდეგო არც მთავარ მწვრთნელს აქვს რამე.
ივლისის თვეში „ბლანკოსი“ მაქსიმუმს გაიღებს ფეხბურთელების გასაყიდად.
- 2 ივლისი 2022
- 2 176
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.