იოვიჩის „ფიორენტინაში“ გადასვლა მალე უნდა დადასტურდეს
ლუკა იოვიჩის ფლორენციის „ფიორენტინაში“ გადასვლა აქამდეც უნდა გაოფიციალურებულიყო, თუმცა იტალიურმა მხარემ შეთანხმებაში შესყიდვის პუნქტის ჩამატება ითხოვა, რამაც პროცესი გააჭიანურა...
იტალიური გამოცემების ცნობით, შეთანხმება უკვე არსებობს, რომლის მიხედვითაც, „ფიორეს“ გამოსყიდვის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ ამაზე თანხმობას პერესი განაცხადებს.
გამოდის, რომ კონკრეტული თანხა შეთანხმებაში არსად ფიგურირებს და და ყველაფერი ორმხრივი ნების გამოვლენაზე იქნება დამოკიდებული.
არაერთი ინსაიდერის ცნობით, იოვიჩის „ფიორენტინაში“ გადასვლა მიმდინარე კვირის ბოლომდე აუცილებლად უნდა გამოცხადდეს.
- 29 ივნისი 2022
- 612
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.