„ლივერპულის“ მეგა ვარსკვლავი „რეალში“ - თანხა და კონტრაქტი მზად არის!
ბრიტანული გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესმა „ლივერპულის“ მეგა ვარსკვლავისთვის თანხა და კონტრაქტი გაამზადა...
110 მილიონი ევრო მუჰამედ სალაჰის სანაცვლოდ, კონტრაქტის ხანგრძლივობა კი 5 წელი. სწორე ეს არის ფლორენტინო პერესის ახალი იდეა, რომლის სისრულეში მოყვანა მადრიდში უკვე დაიგეგმა.
მუჰამედსა და მერსისაიდელებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება ვერ ხერხდება, მოქმედს კი ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.
სალაჰის ხელფასის გაზრდას ითხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ 10.4 მილიონი ევროზე მეტს იმსახურებს. „ლივერპული“ კი პოზიციას არ ცვლის და მიიჩნევს, რომ სახელფასო პოლიტიკა გადახედვას არ უნდა დაექვემდებაროს.
ზემოაღნიშნულის პარარელურად, „რეალი“ მზად არის, ფეხბურთელს წლიურად 16 მილიონი ევრო შესთავაზოს.
- 29 ივნისი 2022
- 7 909
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.