„რეალი“ რიად მაჰრეზს ისევ ესაუბრება
რიად მაჰრეზის მანჩესტერული მომავალი საკმაოდ დიდი კითხვისნიშნის ქვეშ დგას. წინახაზელს გუარდიოლას გუნდთან ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისს ეწურება, ახალი შეთანხმება კი არ არსებობს...
მადრიდის „რეალი“ წინახაზელს 2 წლიან კონტრაქტს სთავაზობს და მზად არის, საკმაოდ კარგი პირობების სანაცვლოდ ჩარიცხოს „მერენგების“ რიგებში.
მაჰრეზს დიდი გამოცდილება აქვს და საკუთარი საფეხბურთო ინტელექტის „რეალის“ შეტევის გაძლიერება ძალუძს.
არაოფიციალური ინფორმაციით, პერესი მზად არის, 31 წლის შემტევის სანაცვლოდ „სიტის“ 30 მილიონი ევრო შესთავაზოს.
- 28 ივნისი 2022
- 1 414
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.