„რეალის“ შეთავაზება - სალაჰი ამაზე უარს ვერ იტყვის!
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ მუჰამედ სალაჰს 4 წლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ ძალიან მიმზიდველ ხელფასს პირდება...
საუბარია 16 მილიონ ევროზე, რომელიც გაცილებით აღემატება ეგვიპტელი ფეხბურთელის ამჟამინდელ შემოსავალს.
ფლორენტინო პერესი ხვდება, რომ მუჰამედსა და მერსისაიდელებს შორის ახალ კონტრაქტზე შეთანხმება სწორედ ხელფასის გამო ვერ ხდება, სწორედ ამიტომ აქტიური ნაბიჯების გადადგმაზეა გადასული.
მუჰამედის ამჟამინდელი ხელფასი ყველაფრის ჩათვლით 10.4 მილიონია, რაც იმას ნიშნავს, რომ „რეალი“ მას გაცილებით მიმზიდველ კონტრაქტს სთავაზობს.
- 27 ივნისი 2022
- 4 960
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.