„მილანის“ ოფიციალური შეთავაზება 30 მილიონიანია!
„ას“-ის ინფორმაციით, „მილანმა“ მადრიდის „რეალს“ მარკო ასენსიოსთან დაკავშირებით ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა...
„როსონერი“ მზად არის, ვილემსენის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გაიღოს. ფლორენტინო პერესს ფეხბურთელში 40 მილიონის მიღება სურს, მაგრამ ფაქტია, რომ „მილანის“ მაქსიმალური თანხა 30 მილიონია.
ახლა ჯერი სამეფო კლუბზე იქნება. პერესმა ან მოთხოვნილი თანხა უნდა შეამციროს, ანაც „არსენალთან“ და სხვა კლუბებთან განაახლოს მოლაპარაკებები.
თუ ასენსიოსთან შეთანხმება შედგება, „სან სიროს“ მკვიდრნი მზად არიან, მარკოს 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმონ.
- 25 ივნისი 2022
- 1 342
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.