„რეალმა“ ნკუნკუს ფასი გაიგო
ფრანგი თავდამსხმელი განვლილი სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა. მან 50 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 35 შედეგიანი დარტყმა განახორციელა.
გამომდინარე იქედან, რომ „რეალი“ „ცხრიანის ძიებაშია, კრისტოფერ ნკუნკუ მადრიდელების ობიექტივში მოექცა. ფეხბურთელმა ახლახანს გაანაახლა მოქმედი კონტრაქტი „ლაიპციგთან“ (2026 წლის 30 ივნისამდე) და უკვე ცნობილია გამოსასყიდი თანხა - 60 მლნ. ევრო. მისი გადაბირების სურვილის შემთხვევაში, „თეთრებს“ სწორედ აღნიშნული ოდენობის გადახდა მოუწევთ.
აღსანიშნავია, რომ 24 წლის ფორვარდს ყურადღებით აკვირდებიან რიგი ევროპული გრანდები, „მანჩესტერ იუნაიტედის,“ „პსჟ“-სა და „ჩელსის“ სახით.
- 24 ივნისი 2022
- 1 171
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.