75 მილიონი ევრო ტრანსფერისთვის - პერესმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო!
ბრიტანული გამოცემების ცნობით, „ტოტენჰემის“ უდავო ლიდერი, რომელმაც გასულ სეზონში მხოლოდ პრემიერლიგაში 35 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა, მადრიდის „რეალის“ სერიოზული ინტერეის არეალში მოექცა...
მეტიც, სონის დამატებისთვის „ბლანკოსი“ 75 მილიონი ევროს გამოყოფას აპირებს. მადრიდში მიიჩნევენ, რომ სონი გუნდს დაეხმარება, როგორც ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე, ასევე ფლანგზე, სადაც ასევე იდეალურად გამოსდის თამაში.
ბრიტანელთა ცნობით, პერესმა შესაბამის ჯგუფებს ტოტენჰემთან“ მოლაპარაკებები უკვე დაავალა. გამოყოფილია თანხაც, რომელიც შეთანხმებას უნდა მოხმარდეს.
სონისა და „ტოტენჰემის“ არსებულ კონტრაქტს ვადა 2025 წლის ზაფხულში ეწურება.
თუ შეთანხმება შედგება, წინახაზელი „ბლანკოსთან“ 4 წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, რომელიც მის მადრიდში დარჩენას 2026 წლის ზაფხულამდე გაითვალისწინებს.
- 23 ივნისი 2022
- 9 891
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.