კარვახალი:,,ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ მოვიგე, მაგრამ არ გავჩერდები"

დანი კარვახალმა საკუთარ ინტერვიუში გასული სეზონის მნიშვნელოვანი მომენტი და მომავალი მიმოიხილა...

„1/8 ფინალური დაპირისპირება „პსჟ“-ს წინააღმდეგ, რომელიც პოჩეტინოს გუნდთან პარიზში წავაგეთ ძალიან გულდასაწყვეტი იყო, თუმცა ჩვენ ვიცოდით, რომ ბერნაბეუზე სიტუაციის გამოსწორება შეგვეძლო. მადრიდში დაგეგმილ მატჩს ყველა მოუთმენლად ელოდა, თუმცა საშინელი პირველი ტაიმისა და მეორე ტაიმის სტარტის შემდეგ ბევრს იმედი გაუცრუვდა. პარიზელები შემდეგ ეტაპთან ახლოს იყვნენ და საკმაოდ დამაჯერებლად თამაშობდნენ, თუმცა ჩვენ არცერთი წუთით არ დაგვიკარგავს წარმატების იმედი. გვჯეროდა ჩვენი მიზნის და გუ₾შემატკივრების. მაგიური საღამო, რომელიც „პსჟ“-სთან შედგა და „რეალის“ გამარჯვებით დასრულდა ისტორიაში შევიდა.“

„ტრავმების ეპოქა უკან მორჩა. დიეტოლოგთან და ფიზიოთერაპევტთან კონსულტაციებმა შედეგი გამოიღო. სპეციალური კვების რაციონი მაქვს და ვიცი, რა მჭირდება კონკრეტულ მომენტებში. მრავალი სეზონის მანძილზე უდიდეს დატვირთვებს ვუძლებდი, შემდეგ კი სიტუაცია შეიცვალა. ახლა კარგად ვარ და გასული სეზონის დასკვნითი ეტაპიც მოწოდების სიმაღლეზე ჩავატარე. კუნთს მეტი ჟანგბადი და სისხლი სჭირდებოდა, ვინაიდან მისი დაჭიმულობა და დატვირთვა წლების მანძილზე გრძელდებოდა.“

„წლები გადის, მადრიდში კი თაობები იცვლება. ჩვენ გვყავს ვინისიუსი, როდრიგო, კამავინგა, ჩუამენი, მილიტაო და სხვა ახალგაზრდები, რომლებიც მომავალს ქმნიან, თუმცა უკვე დიდი გამოცდილება დააგროვეს. მე მზად ვარ, ახალწვეულებს გამოცდილება გავუზიარო. რუდიგერისა და ორელიანის ტრანსფერებმა ჩვენი რესურსი მნიშვნელოვნად გაზარდა, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია.“

„ანჩელოტი იდეალური მწვრთნელია, ის არის ლიდერი, რომელსაც შეუძლია, როგორც ვარსკვლავებთან, ასევე ახალგაზრდებთან ურთიერთობა და მათ წარმატებაზე ფიქრი. იტალიელი ყოველთვის ყველას აჩვენებს, რომ საჭირო ფეხბურთელია. მასთან მუშაობა დიდი გამოცდილებაა.“

„კარლიტო ყოველთვის გამოირჩევა შეგირდებთან ურთიერთობით, იმ ამ საქმის ნამდვილი პროფესიონალია.“

„ჩემთვის დიდი პატივი და პრივიოლეგიაა მადრიდის „რეალის“ სადარაჯოზე დგომა, რომელთან ერთადაც ჩემპიონთა ლიგის მოგება უკვე 5-ჯერ შევძელი. ეს ისტორიაა, რომელზეც ვსაუბრობთ, მაგრამ რეალობაში აღნიშნული შედეგის მიღწევა ბევრისთვის საოცნებო და წარმოუდგენელია, ამიტომ თავს ბედნიერ და მნიშვნელოვან ადამიანად ვთვლი.“

„დიახ, ჩემპიონთა ლიგის მოგება ზედიზედ 3-ჯერ შევძელი, ისტორიაში კი „რეალის“ გარდა არ არის კლუბი, რომელმაც თუნდაც ზედიზედ ორჯერ მოახერხა აღნიშნულის გაკეთება.“

„მე, ლუკამ და კარიმმა მართლაც უდიდესი მიღწევა დავაფიქსირეთ „ბლანკოსში“, რაც არ ჰქონიათ კასილიასს, რაულს და სხვა ლეგენდებს, მაგრამ მათ დიდი საფუძველი ჩაუყარეს წარმატებას და პროექტს, რომელიც „რეალმა“ ბოლო ათწლეულში განახორციელა.“

„სეზონის დასრულებისთანავე ყველა ივიწყებს გასულ შედეგებს და მომავალზე ფიქრობს. მადრიდის „რეალში“ ასეთი სტანდარტია. მე მინდა და ვიცი, რომ კიდევ უფრო დიდი წარმატების მიღწევა შემიძლია. ამისთვის ყვეალაფერს გავიღებ. პრე-სეზონის დაწყების შემდეგ მზადებას დავიწყებთ და ვეცდებით სეზონის სტარტს მოწოდების სიმაღლეზე შევხვდეთ. წინ დიდი გამოწვევებია ევროპის სუპერთასისა, ესპანეთის სუპერთასის, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის, ლა ლიგის, სამეფო თასისა და ჩემპიონთა ლიგის სახით.

  • Hala
  • 23 ივნისი 2022
  • 1 399
  • 19

1

23 ივნისი 2022 12:37

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ზიზუ დაბრუნდეს და კიდე დაყრის ზედიზედ ლიგებს.

2

23 ივნისი 2022 13:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 797
ნკუნკუმ გაახანგრძლივა 2026 წლამდე და გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი აქვთო ჩაწერილი

3

23 ივნისი 2022 13:28

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
უიმბლდონიც ახლოვდება, აბა რამდენი გულშემატკივრობთ რაფას დამენახეთ :)

4

23 ივნისი 2022 13:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 029
დგეს არის ხომ ლა ლიგის კალენდარი

5

23 ივნისი 2022 13:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 902
აუ პერესი რა ჩათ.ლახი ვინმეა. პსჟ ხო ვინის ეჩალიჩებოდა არ გაახანგრძლივოო და პერესმა ვისაც ჩვენი ფეხბურთელი უნდა, ყველა მილიარდ ევროს გადაიხდისო ))

6

23 ივნისი 2022 14:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 797
ახლა მაინც რას ერჩით კარლოს ვახ

7

23 ივნისი 2022 14:07

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ჩემი აზრი დავაფიქსირე მე, ესაა და ეს. მსგავს სირო.ებს გაიმეორებს ახლსც და გეუბნებით ერთხელაც აღარ გაგვიმართლებს მე, ხავის ბარსასთან 4-0 დიდი პაზორია.

8

23 ივნისი 2022 14:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 797
ლიგა დადოს და სულ 4-0 წააგოს თუ უნდა მაგათთან

9

23 ივნისი 2022 15:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 551
ნკუნკუმ გაახანგრძლივა და გამოსასყიდკ 60 მილიონია, ნაჩუქარია ეგ ბიჭი 60ად პერეს სად იყურები.

10

23 ივნისი 2022 15:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 778
ციტატა: Vini Jr.
ახლა მაინც რას ერჩით კარლოს ვახ

11

23 ივნისი 2022 16:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 797
ციტატა: WhiteHeart
ნკუნკუმ გაახანგრძლივა და გამოსასყიდკ 60 მილიონია, ნაჩუქარია ეგ ბიჭი 60ად პერეს სად იყურები.

მომავალ ზაფხულს ამოქმედდებაო ეგ პუნქტი. დიდი ალბათობით ამ სეზონს დარჩება ლეიპციგში და იქითა ზაფხულს წავა.

12

23 ივნისი 2022 17:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 628
ციტატა: Rafael nadal
უიმბლდონიც ახლოვდება, აბა რამდენი გულშემატკივრობთ რაფას დამენახეთ :)

დიდი გულშემატკივარ ვარ რაფასი, და როჯერის ასევევ, ორივე ძაან მიყვარს მარა მაინც ნადალი უფრო მევასება. წელს რასაც ეს კაცი აკეთებს რავი არანორმალურია მართლა, ორიდან ორივე სლემი, არცერთგან იყო ფავორიტი ბუქმეიქერები აზრით, გაროსზეც კი და ჯოკოვიჩი ფავორიტად გამოყვანეს რაფასთან თამაშამდე და კი გადაუარა და დადმო 22 სლემი. რაც შეეხება უიმბლდონს, არ ვიცი ნადალია და ყველაფერი შეუძლია, შეუძლია რომ ესეც დააყოლოს მაგრამ ფავორიტი რა თქმა უნდა ნოვაკია აქ ულაპარაკოდ თანაც. ცოტა ბადეში რომ გაუმართლოს რაფას კაი იქნება, მთავარი ისაა რომ ბერეტინი ჯოკოვიჩის მხარეს აღმოჩნდეს და ნადალი და ჯოკოვიჩი ფინალამდე ვერ შეხვდებიან ერთმანეთს ეგ გადაწყვეტილია. თან წნეხი უფრო მეტია ჯოკოვიჩზე, ანუ ეს უიმბლდმონი უეჭველი უნდა მოიგოს, ავსტრალიაზე არ იყო, გაროსი დათმო, ამერიკაშიც უდიდესი ალბათობით არ შეუშვებენ ვაქცინაციის გამო და ესეც თუ ვერ დადო რავი, შანსს კარგავს თითქმის რომ ნადალს გადაასწროს და ძაან დიდი წნეხის ქვეშაა რაა, რამაც შეილება რო იმოედოს და ნადალი პირით, უფრო მსუბუქადაა და წნეხის გარეშე ითამაშებს, მამა ხდება მალე, ორი სლემი დადო, ფეხზეც მკურნალობამ კარგად ჩაიარა და მოკლედ რავი, მაინც ნოვაკია ფავორიტი მარა ვერ გავიგებთ რა შეიძლება მოხდეს. იმედია ნადალი ჯოკოვიჩი იქნება ფინალი, კიდევ ერთი არანორმალური სანახაობა კარგი იქნება.
-----------------------
HALA MADRID!

13

23 ივნისი 2022 17:09

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: L.U.I.S F.I.G.O

რო არა ტრამვები წარმოიდგინე, 22 დიდ სლემი აქ ამის და მიუხედავად, პირველად როცა მოიგო 18 წლის ასაკში გაროსი კარგად მახსოვს, აი რაფას აქვს რაღაც ისეთი რაც არცერთ სხვა ჩოგანს არ აქვს. ნუ ჯოკო და ფედერერიც უდიდესები არიან, მარა ჩემთვის რაფა უკონკურენტოა. ზოგადად რაფა ჯოკო ფედერერის მერე ციციპასები, რუნაები დს მსგავსი სიკოები ცუდი სანახავია.

14

23 ივნისი 2022 17:19

კი რაც რაფას აქვს, ის მუხტი, ემოცია ჟილკა, ისეთი თამაშების მოგება რაც წასაგებია, ქამბექები, მენტალობა აქვს სასწაული და ამით ჯობია ჯოკოსაც და როჯერსაც მარა იმათ სხვა რაღაც აქვს, როჯერის თამაშის სტილი არის ულამაზესი, უყურებ და კაიფობ მაგის თამაშით, ულამაზესი ბექჰენდი, ფორჰენდი, სლაისები, დამოკლებული დარტყმები, თითოეული ბურთთან შეხება ჩოგნით სასწაულია და ნუ ჯოკოს თამაშის სტილი ამ სამში ყველაზე არასანახაობრივია მარა ისეთი მოთამაშეა რო, როცა ურტყამს ბურთს წინასწარ იცის სად დაეცემა ანუ კორტს იდეალურად გრძნობს. რავი სამივე უდიდესია მარა ჩემთვის რაფას და როჯერის დაპირისპირება ყველაზე სასწაული და მაგარი იყო. რაც შეეხება ახალ თაობას, მე ალკარასი მომწონს, კაი ტიპია და ბევრი შეუძლია, სხვათაშორის რუნეც არაა ცუდი ტიპი, აი ციციპასები და ზვერევები მეც არ მევასება.
-----------------------
HALA MADRID!

15

23 ივნისი 2022 18:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5 518
ფედერერი აღარ ბრუნდება?
-----------------------
ზიდანი:ვინც კარიმს აკრიტიკებს ფეხბურთი არ იცის.პირადად ჩემთვის კარიმი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია.
აზარი:„ბენზემა არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ის საუკეთესო „9“-იანია“

16

23 ივნისი 2022 18:48

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: FERNANDO_REDONDO
ფედერერი აღარ ბრუნდება?

40 წელს გადაცილებულია, რავი რაღა უნდა ქნას?

17

23 ივნისი 2022 19:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
რუნე ძალიან მაგარი ბიჭია. ალკარასიც საოცრებაა. ახალი თაობის ბავშვები ძალიან მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან ისე. სინერიც მაგარი ბიჭია.

18

23 ივნისი 2022 19:39

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Royal_White
რუნე ძალიან მაგარი ბიჭია. ალკარასიც საოცრებაა. ახალი თაობის ბავშვები ძალიან მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან ისე. სინერიც მაგარი ბიჭია.

რაფა ფედო ჯოკოს მერე ვგულისხმობ მე ) ერთად აღებულები ვინც დაწერენ თუ მიაღწევწნ რაც ამ სამმა )

19

23 ივნისი 2022 21:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 628
ციტატა: FERNANDO_REDONDO
ფედერერი აღარ ბრუნდება?

კი წლის ბოლოსკენ ბრუნდება და თქვა რომ შემდეგი სეზონიდან სრულფასოვნად ჩავერთვებიო
-----------------------
HALA MADRID!

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)