რაულის პრესკონფერენცია

მადრიდის "რეალის" ლეგენდამ, რაულ გონსალესმა დღეს პრესკონფერენცია გამართა.

რაული უკვე ოფიციალურად წარადგინა გერმანულმა კლუბმა. "ელ კაპიტანო" "შალკეში" 2 წელი ითამაშებს. მას ისევ 7 ნომრიანი მაისურით ვიხილავთ.

ესპანელ ლეგენდას შეეძლო კარიერა ინგლისში გაეგრძელებინა, მაგრამ მან "შალკეში" თამაში გადაწყვიტა. "მაგატს ყველაზე ძალიან სურდა ჩემი ხილვა მის გუნდში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე კარიერა გერმანიაში გამეგრძელებინა. ამ კლუბისთვის ყველაფერს გავაკეთებ. მე აქ გუნდის დასახმარებლად ჩამოვედი."

"მოხარული ვარ "შალკეში" გადმოსვლით. მინდა ჩემს ფანებს დიდი მადლობა გადავუხადო ჩემი მხარდაჭერისთვის. "შალკე" ის გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს და ბუნდეს ლიგის მოსაგებად იბრძვის. მე კლუბს დავეხმარები ტიტულების მოსაგებად."

"მაგატს ყოველთვის სურდა მე მის კლუბში ვეხილე. ის მე მენდობა. ძალიან მოხარული ვარ, რომ მისი ოცნება დღეს რეალური გახდა."

"მე დიდი ხანი ვფიქრობდი დამოეტოვებიან თუ არა მადრიდის "რეალი". მე იქ ჩემი მთელი ცხოვრება გავატარე. "რეალში" ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელია და მინდა გზა ამ ახალგაზრდებს დავუთმო."

ფელიქს მაგატი. "ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩვენი ოცნება ახდა და რაული "შალკეს" ფეხბურთელი გახდა. ჩვენ მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ და დარწმუნებული ვარ ის ჩვენ ძალიან გაგვახარებს."

ინფორმაციის წყარო Marca.com

  • Dzebnili
  • 28 ივლისი 2010
  • 2 554
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)