მილიტაოს პრემიერ ლიგის გრანდი იხმობს
ბრაზილიელი ფეხბურთელი „რეალის“ საკვანძო ფიგურად ჩამოყალიბდა.
ჟურნალისტ ეკრემ კორუნის ცნობით, ანტონიო რუდიგერისა და ანდრეს კრისტიანსენის წასვლის შემდეგ, „ჩელსი“ ცენტრალური მცველის ძიებაშია. ლონდონელები მეტად სერიოზულ ინტერესს გამოხატავენ ედერ მილიტაოს მიმართ, რომელსაც 2025 წლის ზაფხულში ეწურება მადრიდში ყოფნის ვადა.
„ლურჯები“ შეთავაზებასაც კი ამზადებენ, თუმცა აღნიშნული პროცესი თავიდანვე განწირულია, ვინაიდან როგორც კლუბის, ასევე მოთამაშის გეგმებში კონტრაქტის გახანგრძლივება (2027 წლის 30 ივნისამდე) შედის. მისი გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდ ევრომდე გაიზრდება.
- 22 ივნისი 2022
- 1 800
- 17