რუდიგერი და ჩუამენი „რეალში“ სერიოზულ ცვლილებებს მოახდენენ
მადრიდის „რეალის“ თავკაცი, კარლო ანჩელოტი ანტონიო რუდიგერს და ორელიან ჩუამენს სათადარიგო სკამზე ვერ ხედავ. იტალიელი სპეციალიტი მიიჩნევს, რომ ორივე მოთამაშემ სასტარტოში უნდა იასპარეზოს...
რუდიგერთან დაკავშირებიტ საქმე უფრო მარტივად არის. ეჭვი არავის ეპარება, რომ ტონი ედერ მილიტაოს შეუწყვილდება, დავიდ ალაბა კი მარცხენა ფრთაზე გადაიწევს და ცენტრში ადგილს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში დაიკავებს.
ჯერ-ჯერობით უცნობია ნახევარდაცვის ამბავი, სადაც ჩუამენი ადგილი უნდა მოიძებნოს. ის, რომ კაზემიროს სკამზე ვერავინ დასვამს ფაქტია, თუმცა არც მოდრიჩი და კროოსი არიან ცუდ ფორმაში, აქედან გამომდინარე, ანჩელოტი 4-4-2 სქემაზეც ფიქრობ, რასაც დიდი ალბათობით მარჯვენა ფლანგის გარემარბი უნდა შეეწიროს.
კულუარული ინფორმაციით, ანჩელოტი ორელიანში საოცარ ფეხბურთელს ხედავს და ამაზე ღიადაც საუბრობს, სწორედ ამიტომ მის სკამზე დატოვებას არ გეგმავს.
როგორც სჩანს, განხორციელებული ტრანსფერების გამო მომდევნო სეზონში მთავარ მწვრთნელს გადაადგილებები მოუწევს.
- 21 ივნისი 2022
- 1 499
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.