ვინისიუსი:„ანჩელოტი ყველა ფეხბურთელთან იდეალურ ურთიერთობაშია“
ვინისიუს ჟუნიორმა სატელევიზიო ინტერვიუში საკმაოდ საინტერესო საკითხებზე ისაუბრა...
„ჩემი „პსჟ“-ში გადასვლა? კარიერას გავაგრძელებ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში, რაც იმას ნიშნავს, რომ „რეალში“ ვრჩები და არცერთ შემოთავაზებას არ განვიხილავ. ჩემი მიზანი ბერნაბეუზე რაც შეიძლება დიდი ხნით დარჩენაა.“
„ტიტესა და ანჩელოტის შორის ბევრი განსხვავებაა, მაგრამ მე ვცდილობ, რომ რაც შეიძლება ბევრი ვისწავლო გამოცდილი სპეციალისტებისგან. ნაკრების უკან ჩამოსვლას არავინ მთხოვს და მხოლოდ შეტევაზე ვარ ორიენტირებული, კლუბში კი სპეციფიკა განსხვავებულია და ხშირად მიწევს ბურთის ატანაც. იტალიელი და ბრაზილიელი სპეციალისტები ჩემთან დაკავშირებით ხშირად თათბირობენ. კარლოსთან დიდხნიანი ურთიერთობა მიწევს, ტიტე კი ანჩელოტის ჩემზე ბევრ რჩევას ეკითხება.“
„იმედი მაქვს, კარიერის დასრულების შემდეგ არაერთ მოგებულ ტიტულზე ვისაურებ. მადრიდში მოსვლის დღიდან დღემდე არაერთი მწვერვალი დავიპყარი, მაგრამ ეს დასაწყისია და მჯერა, რომ მთავარი წარმატება წინ მელის.“
„ბენზემა ჩემი მეგობარია და მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯება იმისთვის, რომ კომფორტი შემიქმნას, მასთან ცუდი ურთიერთობა არასდროს მქონია.“
„ამ სეზონმაც საოცრად ჩაიარა და მჯერა, რომ მომდევნო კიდევ უკეთესი იქნება. სულ რაღაც 18 წლის ასაკში მოვედი „მერენგების“ რიგებში, სადაც უდიდესი ზეწოლა და მოთხოვნები დამხვდა. მე გავიზარდა ბენზემას, მარსელოს, კაზემიროს და სხვების დახმარებით.“
„ანჩელოტი ხშირად საუბრობს კაკაზე, რიჩარლისონზე, პატოზე, რივალდოზე და სხვებზე. იტალიელთან მუშაობა ყველას მოსწონს, განსაკუთრებით ამის თქმა ახალგაზრდებზე შეიძლება. ანჩელოტი საკუთარ შეგირდებს მეტ ნდობას და თავდაჯერებულობას აძლევს.“
„მას შემდეგ, რაც „ბლანკოსში“ მოვხვდი, ახლა ყველაზე დიდი ერთიანობაა. გასახდელში მხოლოდ საუკეთესო საკითხებზე ვსაუბრობთ და ერთმანეთს მხარს ვუჭერთ. აქ არაერთი ახალგაზრდა ჩამოვიდა როდრიგოს, მილიტაოს, კამავინგას და სხვების სახით. „რეალი“ არის აწმყოსა და მომავლის გუნდი.“
„რონალდინიოსთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა. მან მითხრა, მოგებული ტიტულებით უნდა დავტკბე და ეს ჯილდოები სათანადოდ აღვნიშნო.“
„ნეიმარი ბრაზილიაში ყველასათვის მისაბაძია. მას დიდ პატივს ვცემთ და ვხვდებით, რომ მეტოქეები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ, მასთან ერთად ბურთის გორაობა დიდი სიამოვნებაა. ჩემი თანამემამულე „რეალში“? მასთან ერთად დიდი სიამოვნებით ვცდიდი ბედს საკლუბო დონეზე, თუმცა არასდროს გამიგია, რომ კლუბის შეცვლაზე ფიქრობს.“
- 21 ივნისი 2022
- 1 999
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.