კარლო ანჩელოტიმ „რეალის“ პრეზიდენტს კიდევ 2 ფეხბურთელის ტრანსფერი სთხოვა
ესპანური გამოცემების ცნობით, კარლო ანჩელოტი ტონი რუდიგერისა და ჩუამენის დამატებით ძალიან კმაყოფილია, მაგრამ მიიჩნევს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ 2 ფეხბურთელია დასამატებელი...
იტალიელმა სპეციალისტმა პრეზიდენტს მოახსენა, რომ დაცვის მარჯვენა ფლანგი გასაძლიერებელია, ასევე სათანადო შემცვლელი სჭირდება კარიმ ბენზემასაც.
„რეალი“ ლუკა იოვიჩს და მარიანო დიასს უშვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ 1 მაღალი დონის ფორვარდი აუცილებლად დასჭირდება.
რაც შეეხება მარჯვენს მცველს. „ბლანკოსი“ განიხილავს, როგორც ალვარო ოდრიოზოლას დაბრუნების საკითხს, ასევე რის ჯეიმსის კანდიდატურას.
მადრიდული გამოცემები იუწყებიან, რომ მთავარმა მწვრთნელმა პერესისგან დაპირება მიიღო, რომლის მიხედვითაც, „რეალი“ ცდას არ დააკლებს და 2 ტრანსფერის განხორციელებას ეცდება.
- 21 ივნისი 2022
- 5 584
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.