ასენსიო და სებალიოსი - სიტუაცია რთულია

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე სამეფო კლუბმა უკვე 2 ტრანსფერი განახორციელა. კლუბის რიგები ანტონიო რუდიგერმა და ოურელინ ჩუამენმა გააძლიერეს.

როგორც ფლორენტინო პერესმა დასძინა, ახლა უფრო მეტი სამუშაო კლუბის შიდა სამზარეულოში განხორციელდება, ვინაიდან არა ერთი მოთამაშის მომავალია გაურკვეველი.

გავრცელებული ინფორმაციით, საკმაოდ რთულია მარკო ასენსიოსა და დანიელ სებალიოსის საკითხი. ესპანელი ნახევარმცველები იდენტურ მდგომარეობაში არიან. ორივეს გაისად ეწურებათ „რეალში“ ყოფნის ვადა და ორივეს სურვილია სტაბილური სათამაშო წუთების მიღება, რადგან კარს მომდგარ მუნდიალზე მონაწილეობის შანსი მიიღონ.

მადრიდელების პოზიცია კი მკაფიაო - მათ გეგმებში არ შედის 1 წელში ფეხბურთელების უფასოდ გაშვება, თუმცა არსებული მომენტისათვის, ხელმძღვანელობა არც განახლებულ კონტარქტებს სთავაზობს შეგირდებს. ისინი მოვლენების განვითარებას ელოდებიან და ამასთანავე, არც მალიორკელისა და უტრერელის ოჯარით გაშვებას გამორიცხავენ.


1

21 ივნისი 2022 12:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 902
არცერთი არ იმსახურებს კონტრაქტის გახანგრძლივებას. ასენსიო რა ნამუსით ითხოვს ხელფასის მომატებას, ტიპს პრესტიჟის დრიბლინგი არ გაუკეთებია მთელი სეზონია. რამდენჯერმე რომ გაუვარდა შორიდან, მაგის გამო ბევრი თამაში და პლიუს გაზრდილი ხელფასი მოუნდა ბიჭს )))

2

21 ივნისი 2022 12:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 551
სებალიოსი კაი ბიჭია, გამოჩნდა დრო როცა მიეცა და თუ შეინარჩუნებენ არ იქნება ცუუდი მარა უკვე ძირითადში უნდა მაგ ჩემისას. ასენსიოს რაც შეეხება, მანჩესტერიც და მილანიც 50+ იხდის და რომელშიც თავად უნდა გაუშვან, ნუღარ აწვალებენ. ჩვენთვისაც კარგია და მისთვისაც. თან ასენსიო თუ წავიდა ვინგერზე დაჩალიჩდება პერესიო და გნაბრი და ნკუნკუ ჯერ კიდე შესაძლებელია მოყვანა.

3

21 ივნისი 2022 13:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 902
ასენსიოში 50+ ვინც იხდის ყველას უნდა გაატანონ. უუნაროა ტიპი, დარტყმის გარდა არაფერი არ უვარგა. არც ნკუნკუ მევასება, არც გნაბრი, მაგრამ ამას ორივე აჯობებს.

4

21 ივნისი 2022 13:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 222
მარკო თამაშობდა ყველაზე კარგად მარსელოსთან ერთად მისსავე ფლანგზე მაგრამ არ ათამაშებენ იქ და ამიტომაც ხდება ასე. ვერც ვინი თამასობს მეორე ფლანგზე და რატო მისი გაგდება არუნდა არავის

5

21 ივნისი 2022 15:33

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 902
იმიტომ რომ ვინის თამაშით ხალხი სიამოვნებას იღებს და ლიდევ იმიტომ, რომ ასენსიო 201ტ წლიდან რეალშია და ამ 7 წლის მანძილზე არ ჰქონია ისეთი სეზონი, რაც ამ წელს ვინიმ დადო. ასენსიო ყველა ნორმალურ გუბდში მაქსიმუმ ვიღაცის ზამენა იყოს. დრიბლინგი, პასი სისწრაფე ხედვა არაფერი არ უვარგა.

6

21 ივნისი 2022 15:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 222
ციტატა: LUCA MODRIC
იმიტომ რომ ვინის თამაშით ხალხი სიამოვნებას იღებს და ლიდევ იმიტომ, რომ ასენსიო 201ტ წლიდან რეალშია და ამ 7 წლის მანძილზე არ ჰქონია ისეთი სეზონი, რაც ამ წელს ვინიმ დადო. ასენსიო ყველა ნორმალურ გუბდში მაქსიმუმ ვიღაცის ზამენა იყოს. დრიბლინგი, პასი სისწრაფე ხედვა არაფერი არ უვარგა.

2018 წელა ძალიანაც კარგი სეზონი ქონდა და იმაზე მეტი ქნა ლიგაზე ვიდრე ამ სეზონში ვინიმ ისე არ გახსოვთ ეტყობა ბენზემა იმ დროს ასენსიოზე ნაკლებს თამაშობდა ლიგაზე

7

21 ივნისი 2022 22:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 840
Orive gasagdebia:))))) seviliis donis klubs orive daakvdeba:)))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)