„რეალმა“ „იუვენტუსს“ 49 მლნ. მოსთხოვა
ზაფხულს სატრანსფერო ფანჯარა ნელ-ნელა ძალებს იკრებს.
Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, „იუვენტუსი“ დაცვის მარცხენა ფრთის გაძლიერებას გეგმავს და ამისათვის ერთ-ერთ კანდიდატად ფერლან მენდის მოიაზრებს. მომდევნო სეზონიდან ფრანგი ფეხბურთელი „რეალის“ შემადგენლობაში ადგილს დაკარგავს, ვინაიდან რუდიგერის მოსვლის შემდეგ, ალაბა გადაიწევს ფრთაზე და შესაბამისად, სასტარტო თერთმეტეულში მისი ადგილი აღარ მოიძებნება.
მადრიდელებს განზრახული არ აქვთ მენდის გასხვისება, თუმცა სარფიანი წინადადების შემთხვევაში მზად არიან შეელიონ შეგირდს. გავრცელებული ინფორმაციით, „თეთრებმა“ „ბებერ ქალბატონებს“ 49 მლნ. ევრო მოთხოვეს ფერლანის სანაცვლოდ. ამ ეტაპისათვის უცნობია, შეძლებს თუ არა აღნიშნული თანხის გადახდას ტურინული გრანდი.
- 21 ივნისი 2022
- 1 893
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.