პერესის გაფრთხილება ვინისიუსს - დაფიქრდი, სანამ ამას გააკეთებ!
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესს ვინისიუს ჟუნიორის საქციელი არ მოეწონა. მოგეხსენებათ, ბრაზილიელმა კონტრაქტის 2028 წლამდე გახანგრძლივებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ 2026 წელი ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა...
ყველა მიხვდა, რომ ვინისიუსს 10 მილიონამდე გაზრდილი ხელფასის კიდევ უფრო გაზრდა 2-3 წელიწადში სურდა და ეს ავანტიურაც აქედან მომდინარეობდა.
ფლორენტინო პერესმა ბრაზილიელი ფეხბურთელის წარმომადგენლებს შეუთვალა, რომ „რეალში“ მსგავსი ქმედებები უყურადღებოდ არ რჩება და ვინი უნდა დაფიქრდეს, სანამ ასეთ რამეს გააკეთებს.
ასევე ცნობილი ხდება, რომ კლუბმა ვინისიუსის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ახალი კონტრაქტი მოამზადა, რომელსაც ვადა 2027 წლის 30 ივნისს უნდა ამოეწუროს.
- 20 ივნისი 2022
- 6 424
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.