რუდიგერი:,,ბარსელონას უარი ვუთხარი, რადგან მადრიდში მსურდა"
ანტონიო რუდიგერმა „რეალის“ ფეხბურთელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა...
„მადრიდის „რეალი“ დიდი ისტორიის მქონე კლუბია. როგორც კი აქ მოხვედი, მაშინვე გაითავისებ, რომ ყოველთვის გამარჯვებას მოგთხოვენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოტივაციაა ყველა ფეხბურთელისთვის.“
„სულ რამდენიმე თვის წინ „ბლანკოსის“ წინააღმდეგ „ჩელსის“ მოთამაშის რანგში ვიასპარეზე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს განსაკუთრებული გუნდია.“
„კონკურენცია საკმაოდ დიდია. მილიტაოსა და ალაბას სახით უდიდესი მოთამაშეები გვყავს, მაგრამ მჯერა საკუთარი შესაძლებლობების და ვიცი, რომ სარგებელს მოვიტან.“
„არაერთ ლიგაში მითამაშია. გერმანიაში ფიზიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, იტალიაში ტაქტიკურ და ტექნიკურ ნაწილს აქცევენ ყურადღებას. პრემიერლიგა? ვაუ, ეს საოცარი ენერგიის მატარებელი ჩემპიონატია, სადაც ვერასდროს გაჩერდები. ახლა ლა ლიგაში გადმოვბარგდი და მჯერა, რომ წარმატებული კარიერა მექნება.“
„არასდროს დამავიწყდება ზინედინ ზიდანის გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელიც „ლევერკუზენთან“ გაიტანა. ჩემი კუმირი რონალდო ნაზარიო იყო.“
„„ბლანკოსი“ პირველად სექტემბერში დამიკავშირდა, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, აპრილში კი კარლო ანჩელოტისთან პირდაპირი საუბარი შედგა. იტალიელმა სპეციალისტმა „რეალის“ არჩევაში გადამწყვეტი როლი შეიტანა, მისი გეგმები მოვისმინე და დავრწმუნდი, რომ მადრიდი უნდა ამერჩია.“
„ყველაფერს გავაკეთებ, რომ ესპანურ ენას დავეუფლო. ინგლისურის პრობლემა არ მაქვს, თუმცა ადგილობრივები ესპანურად საუბრობენ.“
„მიყვარს ბევრი ლაპარაკი, სიცილი, ცეკვა და გართობა, მაგრამ როდესაც საქმე მოედანზე გასვლას ეხება, მაქსიმალურად სერიოზული და შემართული ვხდები.“
„საკუთარ თავს პეპეს ვამსგავსებ, ჩვენ არაერთი თვისება გვაქვს, სადაც საერთოს დანახვა შეიძლება. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მადრიდში ბრწყინვალე კარიერა შექმნა.“
„ის, რაც „მერენგებმა“ ჩემპიონთა ლიგის გასულს სეზონში მოახერხეთ, ენით აღუწერელია. ეს იყო პატარა სასწაული, რომელიც ამ გუნდს ქომაგებს შესთავაზა. ფინალში მადრიდულ გრანდს მხურვალედ ვქომაგობდი, რადგან უკვე ვიცოდი, რომ ჩემი კლუბი იყო.“
„ბავშვობაში „რეალზე“ თითქმის ყველა ოცნებობს. მეც მსურდა, რომ ბერნაბეუზე მეასპარეზა, თუმცა ეს ჩემი მთავარი ოცნება არ ყოფილა. ვიცოდი, რომ აქ მოხვედრის შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში მექნებოდა, თუ თანმიმდევრულად, მიზანდასახულად და რაც მთავარია შრომისმოყვარეობით ვიმოქმედედი.“
„რატომ ნომერი 22? ამაზე ბევრი არ მიფიქრია. 2 ნომრიანი მაისურის მფლობელი დანი კარვახალია, შესაბამისად მე 22 ავირჩიე.“
„მბაპეს გადაწყვეტილებაზე ვერაფერს გეტყვით, მე მას არ ვიცნობ და არ ვიცი, რას ფიქრობს მომავალში.“
„„ბარსელონასგან ინტერესი იყო, მაგრამ მე მხოლოდ „ბლანკოსს“ განვიხილავდი, სწორედ ამიტომ კატალონიელებს მაშინვე უარი ვუთხარი.“
„ამხანაგური „ელ კლასიკო“? ამ გუნდების დაპირისპირებას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება. 1 თვეში ქომაგები ლას ვეგასში ბრწყინვალე მატჩს იხილავენ, რომელსაც იმედი მაქვს, „რეალი“ მოიგებს.“
- 20 ივნისი 2022
- 5 473
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.