„სიტი“ სტერლინგს ყიდის, ინტერესს „რეალი“ და „ჩელსი“ იჩენენ
მანჩესტერ „სიტის“ მკაცრად აქვს გადაწყვეტილი, რომ რაჰიმ სტერლინგისა და გაბრიელ ჟესუსი სანაცვლოდ ჯამში 110 მილიონი ევრო მიიღოს. ხოსეპ გუარდიოლამ შეტევის გადახალისებას განაგრძობს. ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის შემდეგ მანჩესტერელებს წინახაზელების გაყიდვისა და გარკვეული თანხის მიღების ფუფუნება უკვე აქვთ...
ბრიტანული გამოცემების ცნობით, სტერლინგის მიმართ ინტერესს „რეალი“ და ლონდონის „ჩელსი“ იჩენენ. „არისტოკრატებმა“ მოლაპარაკებები უკვე ინტენსიურ რეჟიმში გადაიყვანეს, რაც ფაბრიციო რომანომაც დაადასტურა.
რაც შეეხება „რეალს“, ფლორენტინო პერესი გუარდიოლას გუნდთან მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ სურს, რომ რაჰიმის ფასი 60 მილიონი ევროდან 45-მდე შეამციროს.
თავის მხრივ, „სიტის“ „ჩელსის“ სახით უშუალო კონკურენტის გაძლიერება არ სურს, სწორედ ამიტომ ურჩევნია სტერლინგი „ბლანკოსში“ წავიდეს, ვიდრე „სტემფორდ ბრიჯზე“.
- 20 ივნისი 2022
- 970
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.